📚 გამომცემლობა „ზიარი“ წარმოგიდგენთ ერიკ სკოტის წიგნს „ნაცნობი უცხოები: ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“. 📝 მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
🎤 წარდგენის მოდერატორია ბექა კობახიძე, ილიას სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი.
👤 ერიკ სკოტი არის კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და რუსული,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი.ის ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალს The Russian Review. ის იკვლევს მრავალეთნიკურობას საბჭოთა კავშირში, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებს.
📖 მისი წიგნი „ნაცნობი უცხოები:ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ მოგვითხრობს ქართველებზე როგორც საბჭოთა კავშირის შიდა დიასპორაზე, რომელმაც მოსკოვში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
📌 წიგნი გვიყვება, თუ როგორ მიაღწიეს ქართველებმა, სსრკ-ს მოსახლეობის ორიოდე პროცენტმა, ჯერ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებას.
📝 რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში „კარგად ცხოვრების“ ნარატივი, როგორ გახდა ქართული სამზარეულო საყოველთაოდ ცნობილი და საიდან მოდის ქართველების თვით-ეგზოტიზაციის ვნება?
🔎 პასუხების ძიებაში ერიკ სკოტი მიმოიხილავს საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც „შიდა დიასპორის“, ურთიერთობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც ცენტრსა და სამხრეთულ რესპუბლიკას შორის რთულ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობას განაპირობებდა.